ფეხბურთი

18:53 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ლოკომოტივის" მატჩების მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მატჩებზე მსაჯთა ბრიგადა ცნობილი გახდა.

„ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მსაჯი ფრანგი კარიმ აბედი იქნება. მას თანამემამულეები, ორელინ ბერტომაუ და ჰიჩამ კაქრანი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად ფლორენ ბატა დანიშნეს.

უელსური „კონაჰისა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრას ლუქსელბურგელი არბიტრები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი ალან დურიე გახლავთ, ხოლო ასისტენტები ჟოაკიმ და სილვა და ფრანსუა ბეკერი, რაც შეეხება მეოთხე მსაჯს - რიკარდო მორაისი.

არც დურიესა და არც აბედის აქამდე ქართული კლუბების მატჩები ან სანაკრებო შეხვედრები არ უმსაჯიათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპიძლებს, „დინამო თბილისი“ კი „კონაჰ ნომანდს“ სტუმრად შეხვდება. მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება და პარალელურად, 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118265