სხვა

14:50 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ზეზიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს კვლავ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ეს აღნიშნული წყვილის მეორე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი აქვს - 2 მარცხი და არცერთი მოგება.

იმისთვის, რომ ლევანმა რეიტინგში პროგრესი განიცადოს, დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს, მისი მომავალი მეტოქე კი მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეხვდა და ყველა შეხვედრაში მოიგო.

0.132935