ფეხბურთი

18:25 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე კომბინაცია და ხვიჩას მოპოვებული პენალტი მოსკოვის "დინამოსთან" და ტრავმა (+VIDEO)
ქართველმა ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს

რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „დინამოს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ლეონიდ სლუცკის გუნდის გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიას დიდია, რომელმაც ის პენალტი გამოიმუშავა, რომლითაც სტუმრებმა გამარჯვება მოიპოვეს.

ხვიჩა კვარაცხელია ცხადია, ძირითად შემადგებლობაში იყო და 31-ე წუთზე ქართველმა თანაგუნდელ ჰვან ინ-ბომთან კედელი ორჯერ ძალიან კარგად გაითამაშა და საჯარიმოში წააქციეს. თერთმეტმეტრიანი ჯორჯ დესპოტოვიჩმა გაიტანა და ანგარიში გახსნა, როგორც შემდეგ გაირკვა, გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ცუდი ისაა, რომ ხვიჩამ 44-ე წუთზე მოედანი იძულებით დატოვა, რადგან ცხვირი გაიტეხა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ჩვენებურს იგივე დაზიანების გამო გასულ სეზონში რამდენიმე თამაში გაუცდა და შემდეგ ნიღბით თამაშობდა. ხვიჩას მეტოქე შეეჯახა, თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედნიდან საკაცითაც გაიყვანეს. ამ ეტაპზე დაზიანების სიმძიმე და ტრავმის ზუსტი ხარისხი უცნობია.

"რუბინს" ბოლო ოთხი ტურია არ წაუგია, 11 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ყაზანელები 20 სექტემბერს, მოსკოვის "სპარტაკს" შინ დაუხვდებიან და შეძლებს თუ არა ხვიჩა იქამდე გამოჯანმრთელებას, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

0.147248