ფეხბურთი

20:58 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. რუსმა სპეციალისტმა პენალტის ეპიზოდი შეაფასა, რომელიც 19 ქართველმა მოიპოვა და ხვიჩას დაზიანების შესახებ ისაუბრა.

„ხვიჩას ტვინის შერყევა აქვს და ცხვირის დაზიანება მიიღო. ჯერ უცნობია ხარისხი და არც ის ვიცით, გატეხილია თუ არა ცხვირი. ტვინის შერყევა ნამდვილად არ ჩანს სერიოზული, რადგან ფეხზე დგება, ხოლო ცხვირი გატეხილია თუ არა, მას შემდეგ გავიგებთ, რაც სურათს გადაუღებენ.

ვფიქრობ, პენალტის დროს წესის დარღვევა აშკარა იყო. ეს გახლდათ ეპიზოდი, რომელსაც VAR-ი უყურებდა, მე მხოლოდ დინამიკაში ვნახე მომენტი და ჩანდა, რომ პენალტი იყო, განმეორებით არ მინახავს. ჩანდა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და VAR-იც დაეთანხმა“, - აღნიშნა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ მოსკოვის „დინამო“ თბილისში ჩამოსვლამდე („ლოკომოტივის“ უნდა შეხვდეს 17 სექტემბერს), 1:0 დაამარცხა და 11 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112005