ფეხბურთი

20:48 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის მორიგი გოლი ყაზახეთში (VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგაში ელგუჯა ლობჯანიძემ მორიგი გოლი გაიტანა. „კაისარის“ ქართველმა ფორვარდმა ალმაატის „ყაირატს“ სტუმრად გაუტანა და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა.

თუმცა, მეორე ნახევარში მისმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა. ელგუჯამ შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი (6 მატჩში).

„კაისარს“ რაც შეეხება, 13 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133427