კალათბურთი

19:27 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრის ტიტულისთვის იბრძვის

„იბეროსტარ ტენერიფესა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი შერმადინს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრი გახდეს.

ლიგის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც 5 ცენტრი შეარჩიეს და ერთ-ერთი შერმადინია. ქართველი კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ასეთია:

გიორგი შერმადინი (იბეროსტარ ტენერიფე) – 15.8 ქულა, 5.7 მოხსნა, 1.8 პასი, 1 ჩაჭრა

ქართველი ცენტრის კონკურენტები არიან: ემანუელ ტერი (ჰაპოელი, 8.7 ქულა), ზაკ ჰანკინსი (ნიმბრუკი, 11.1 ქულა), შევონ ტომპსონი (ოსტენდე, 13.5 ქულა), მუსტაფა ფალი (ტურკ ტელეკომი, 11.6 ქულა).

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კორონავირუსის გამო ჯერ კიდევ მარტში შეწყდა, მაგრამ ტურნირი განახლდება, ხოლო 4 ოქტომბერს, ათენში, ფინალის წინ სეზონის საუკეთესო ხუთეულს დააჯილდოვებენ. შერმადინი ხუთეულში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ გამოკითხვაში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და ასეთ შემთხვევაში ცენტრის პოზიციას დაიკავებს.

გამოკითხვაში გულშემატკივრების გარდა, აკრედიტირებული ჟურნალისტები და ტურნირის მონაწილე 32-ვე გუნდის მთავარი მწვრთნელები მონაწილეობენ. შერმადინისთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

0.116422