კალათბურთი

12:43 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას შედეგიანი მატჩი და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება

ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პრესეზონის კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მოსკოვური გუნდი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს ორქულიანი სხვაობით - 80:78 აჯობა.

აღნიშნულ მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი კალათბურთელი, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენებურმა ხსენებულ დროში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა.

უშუალოდ შეხედრაში საუკეთესო „ზენიტის“ პანგოსი გამოდგა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

თორნიკე შენგელიას გუნდმა მოსამზადებელი მატჩებიდან ყველა მოიგო, მომდევნო მატჩს კი დღეს, კვლავ სანქტ-პეტერბურგში, „ავტოდორის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093