სხვა

15:22 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიანა ჯოჯუა UFC-ში მესამე ბრძოლას 24 ოქტომბერს გამართავს

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბსოლუტურ საბრძოლო ხელოვნებაში მომავალი ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც ის კვლავ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე 24 ოქტომბერს, მირანდა მავერიკის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველი სპორტსმენის მეტოქეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 9 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 7 მოიგო, 2 კი მარცხით დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 23 წლის მებრძოლს UFC-ში სადებიუტო ბრძოლა სწორედ ჯოჯუასთან ექნება.

ლიანას რაც შეეხება, მას აქამდე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 8 მოიგო. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა სარა მორასთან მარცხით დაასრულა, რის შემდეგაც რუმინელი დიანა ბელბიტა მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114147