ფეხბურთი

16:22 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დარჩენის შანსი იზრდება

ლიონელ მესი შესაძლოა კვლავ „ბარსელონაში“ დარჩეს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინელი ფეხბურთელის მამამ გაავრცელა, რომელიც დღეს ბარსელონას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს შეხვდა.

ხორხე მესი, რომელიც 32 წლის ფეხბურთელის აგენტიცაა, დღეს ბართომეუს მეორედ შეხვდა და კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე ესაუბრა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამორიცხა, რომ არ არსებობს შესაძლებლობა მესიმ კლუბი უფასოდ დატოვოს, მან უკან დაიხია.

როგორც თავად ხორხემ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, ლეოს კატალონიურ კლუბში დარჩენის შანსი 90%-მდე გაიზარდა.

ლიონელ მესისა და „ბლაუგრანას“ შორის კონფლიქტი 1 კვირის წინ დაიწყო, რის შემდგომაც არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა. კარიერის განმავლობაში კი მან ბარსას შემადგებლობაში 731 მატჩი ჩაატარა და 634 გოლის გატანა მოახერხა.

0.113846