ჩოგბურთი

14:55 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე ითამაშებს

როლან გაროსის ოფიციალურ ვებგვერდზე ტურნირის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მოხვდა.

გასულ წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მსოფლიოს 30-ე ჩოგანი ასპარეზობას პირველივე წრეში ხუან იგნასიო ლონდეროსთან მარცხის შემდგომ გამოეთიშა, ამიტომ მას ქულები დასაცავი არ ექნება.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას აპირებენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი და ქალთა რეიტინგის ლიდერი ეშლი ბარტი, რომლებიც როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონები არიან.

გათამაშება 21 სექტემბერს დაიწყება და 11 ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ ქართველმა ჩოგბურთელმა ცინცინატისა და ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა, თუმცა ორივე შემთხვევაში ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111538