ფეხბურთი

10:50 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "გავიხსენებთ, როგორც ისტორიაში საუკეთესოს და როდესაც პენსიაზე გავალ, ვიტყვი, რომ მას ვწვრთნიდი"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ტონი კროოსით აღფრთოვანებულია. ფრანგმა სპეციალისტმა გერმანელზე ძალზე დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ყველაფერი შეუძლია.

ყველაზე მრვალისმეტყველი კი ზიდანის ეს ფრაზა გახლავთ - როდესაც კარიერას დავასრულებ, ვიტყვი, რომ ტონი კროოსის მწვრთნელი ვიყავი!

„ის იმდენად კარგია, რომ შეუძლია ითამაშოს 6 ნომრის პოზიციაზე, სუფთა ნახევარმცველად და 10 ნომერზეც კი. მას მოედანზე უშვებ და ის თამაშს ქმნის. სიმშვიდე მისი მთავარი უპირატესობაა, არ ნერვიულობს და უყვარს კარამდე მისასვლელი გზა, მაგრამ პასების გაკეთებაც. მაკვირვებს ის თუ რამდენად ადვილად შეუძლია ორივე ფეხით თამაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაბადებიდან ასეთია. ტონი ბევრს არ ლაპარაკობს, ძალიან მშვიდი ბიჭია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშობს. ყველასთან ურთიერთობს, მწვრთნელებთან, მენეჯერებთან კოლეგებთან... მინახავს ბევრი დიალოგი, რომელშიც კროოსის მონაწილეობა ფუნდამენტური გახდა.

ის გუნდის ოთხ კაპიტანს შორის არაა, მაგრამ სადღაც სიღრმისეულად, ბევრი რამის გამო, არის. მოედანზე თანდაყოლილი ავტორიტეტი აქვს, მას დავიმახსოვრებთ, როგორც წარმოუდგენელ ფეხბურთელს, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს თავის პოზიციაზე.

როდესაც „რეალში“ ახალი მისული ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ტონი კროოსის მწვრთნელი გავხდი. მართლა ასე იყო. როდესაც პენსიაზე გავალ, შემეძლება თქმა, რომ ვავარჯიშებდი კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილს, ლუკა მოდრიჩს, სერხიო რამოსს... მაგრამ, იმასაც ვიტყვი, რომ ვწვრთნიდი ტონი კროოსს. ვარჯიშებზე როდესაც ვუყურებ, ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს, უდიდესი პროფესინალია. როდესაც მასზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც საოცარზე ვსაუბრობთ“, - უთხრა ზიდანმა Real France-ს.

0.15421