ფეხბურთი

14:54 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა წინსწრებით გაიმართა. გუშინ მოგეხსენებათ გუნდები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილდნენ, ამჯერად კი უკვე პლეი-ოფის ბადეც ცნობილია.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“, ნიკა ნინუას პაოკ-ი და ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ ითამაშებენ, თუ ისინი ამ ეტაპზე გადალახავენ, პლეი-ოფში მათი (სავარაუდო) მეტოქეები გაირკვა:

ჩემპიონთა გზა

„სლავია“ (ჩეხეთი) – „მიდტიულანდი“ (დანია) / „იანგ ბოიზი“ (შეიცარია)

„მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი) / „დინამო“ (ბელარუსი) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ომონია“ (კვიპროსი) / „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„ყარაბაღი“ (აზერბაიანი) / „მიოლდე“ (ნორვებია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) / „დინამო“ (ხორვატია)

ლიგის გზა

„კრასნოდარი“ (რუსეთი) - პაოკ (საბერძნეთი) / „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„გენტი“ (ბელგია) / „რაპიდი“ (ავსტრია) – „დინამო“ (უკრაინა) / „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)

შეგახსნებეთ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 15-16 სექტემბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფი 22/23 და 29/30 სექტემბერს. ნიშანდობლივია, რომ პლეი-ოფის დაპირისპირებები ჩვეულებრივ, ორმატჩიანი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112962