ფეხბურთი

14:15 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ჩაკვეტაძის, ქვილითაიას, დვალისა და ნინუას გუნდების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, უკვე გაირკვა ყველა წყვილი, რომლებიც პლეი-ოფში გასასვლელად იბრძოლებენ. ეს გარკვეულწილად ჩვენთვისაც იყო საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ "დინამო თბილისი" ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს: ლაშა დვალის "ფერენცვაროში", გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" და ნიკა ნინუას პაოკ-ი.

წილისყრის შედეგები კი ასეთია:

ჩემპიონთა გზა

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „დინამო“ (ხორვატია)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „მიოლდე“ (ნორვეგია)

„ომონია“ (კვიპროსი) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„მიდტიულანდი“ (დანია) – „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)

„მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი) – „დინამო“ (ბელარუსი)

ლიგის გზა

პაოკ (საბერძნეთი) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„დინამო“ (უკრაინა) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)

„გენტი“ (ბელგია) – „რაპიდი“ (ავსტრია)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 15 და 16 სექტემბერს გაიმართება, პლეი-ოფის საგზურის მფლობელები ერთი მატჩით გამოვლინდებიან.

0.117554