ფეხბურთი

0:25 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

2 მატჩი და 5 გოლი: ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში ბრწყინავს (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში გიორგი მიქაუტაძე ბრწყინავს. 19 წლის ქართული წარმომავლობის თავდამსხმელი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა.

„სერენის“ ფეხბურთელმა მეორე ტურში „დეინზეს“ კარი დალაშქრა, 54-ე წუთზე და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. „სერენი“ 0:2 მარცხდებოდა და 3:2 მოიგო, შედეგად ზედიზედ მეორედ იმარჯვა.

წინა ტურში ბელგიურმა გუნდმა „ლომელი“ 5:3 დაამარცხა და მიქაუტაძემ პოკერი შეასრულა. ამრიგად, 2 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი, რაც შესანიშნავი შედეგია, თუნდაც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში.

გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ საკუთრებაა და გასულ სეზონში ლიგა 1-ში დებიუტიც ჰქონდა.

0.110162