ფეხბურთი

2:05 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის მეორე ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა პოკერი შეასრულა (+VIDEO)

ბელგიურ „სერენში“ ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს. ის 19 წლის თავდამსხმელია, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა ქართული წარმომავლობა აქვს.

გიორგი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის (პრიქსუმუს ლიგა) გუნდში ფრანგულმა „მეცმა“ გაანათხოვრა და პირველივე ტურში პოკერი შეასრულა! მიქაუტაძემ „ლომელთან“ საგარეო შეხვედრაში გაიბრწყინა.

გიორგიმ მე-10 (პენალტი), 50-ე 55- და 71-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი და საკუთარ გუნდს გამარჯვება პირადად მოუტანა - 5:3.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძეს გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-შიც ჰქონდა დებიუტი, როდესაც „მეცში“ ირჯებოდა, თუმცა მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108319