ფეხბურთი

12:33 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვი "ინტერში" ტრანსფერზე თანახმაა

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი ალექსანდრ კოლაროვი მილანის „ინტერთან“ ახლოსაა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელმა „ნერაძურის“ ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა.

ახლა კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო, რომ გარიგება ოფიციალურად დადასტურდეს. კოლაროვს „რომასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ეს ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ სერბს 3-მცველიან სქემაში, როგორც ცენტრალურ მცველად თამაში, ისე მარცხენა ფლანგის მთლიანად გაკონტროლება შეუძლია და ანტონიო კონტესაც ამიტომ სურს მისი გადაბირება.

კოლაროვი „რომაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 132 მატჩში 19 გოლი გაიტანა, მანამდე კი „მანჩესტერ სიტისა“ და „ლაციოში“ ირჯებოდა.

0.111727