კალათბურთი

12:56 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ვიქტორ სანიკიძის დედაა

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც გაირკვა გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედა რუსუდან ტომარაძეა.

პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა და კოვიდ 19-ს საკუთარ სახლში მკურნალობდა, თუმცა მისი დამარცხება ვერ მოახერხა და 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინში იმყოფება, მას ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი გამოდგა. კალათბურთელის ძმას, მამას და დეიდას კი კორონავირუსი დაუფიქსირდათ და ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიქტორ სანიკიძეს დედის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

0.088792