ფეხბურთი

19:40 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძე ტურის სიმბოლურში

„კაისარის“ ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი უშუალოდ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

„კაისარის“ ქართველი ფორვარდის მიერ გატანილი გოლი მეხუთე ტურში ყველაზე განხილვადი მოვლენა გახდა. მართლაც, რომ ანთროპომეტრული მონაცემების მქონე ფორვარდმა შეძლო მარკატელას გატანა. ასეთ გოლებს მოთამაშის მაღალი უნარი სჭირდება. ლობჯანიძე სასარგებლო იყო შეტევაში და „ჟეტისუს“ დაცვას პრობლემებს მარტო უქმნიდა. მისი მოქმედების ინდექსი 29 იყო“, - წერს ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.

ელგუჯამ გასულ ტურში "ჟეტისუსთან" ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში 3 გოლის გატანა მოახერხა. სამივე შემთხვევაში „კაისარმა“ მისი გოლებით 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137657