ფეხბურთი

21:22 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალს იტალიელები იმსაჯებენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუნხენის „ბაიერნსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის იტალიელი დანიელე ორსატო იმსაჯებს. სწორედ გამოცდილი აპენინელი იქნება მთავარი არბიტრი.

ორსატოს ასისტენტები ლორენცო მანიანელი და ალესანდრო ჯილატინი იქნებიან, მეოთხე მსაჯი რუმინელი ოვიდიუ ჰატეგანია. VAR-ის ოთახში ასევე იტალიელები მასიმილიანო ირატი და მარკო გუიდა იმუშავებენ.

ბოლოს იტალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2013 წელს იმსაჯა (ნიკოლა რიცოლიმ) და მაშინ გამარჯვება მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიპოვა („დორტმუნდთან“ 2:1). მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში იტალიელი მსაჯებიდან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები კოლინას, ბრასკის, ლანეზეს, ანგოლინსა და ლო ბელოს განუსჯიათ.

0.111406