ფეხბურთი

10:25 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორის" მწვრთნელი: "ანანიძე დაშლილი შემოგვიერთდა"

რუსეთის პრემიერლიგაში სამი ტური მიილია და ვოლგოგრადის „როტორში“ ქართველებს მოედანზე ვერ ვხედავთ. პირველ ტურში იყო გამონაკლისი, როდესაც ბექა მიქელთაძემ „ზენიტთან“ 8 წუთი ითამაშა.

მას შემდეგ არც ის, არც ჯანო ანანიძე და არც ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საქმეში არ გვინახია. „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა კი „ახმატთან“ მარცხის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა.

„ნიკა ყიფიანს ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან ლავიწის მყესები ჰქონდა გაწყვეტილი. ის რეაბილიტაციას მოსკოვში კიდევ ორი კვირის განმავლობაში გაივლის. ჯანოს რაც შეეხება, განცალკევებით მუშაობს, რადგან დაშლილი შემოგვიერთდა, მაგრამ დაგვპირდა, რომ 25 აგვისტოსთვის წესრიგში იქნება“, - თქვა ხაცკევიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ „როტორს“ სამი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.148553