ფეხბურთი

18:28 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის ახალწვეულ „ერზურუმსფორში“ გააგრძელებს. თურქული მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და კონტრაქტი გაფორმდა კიდეც.

ვარაუდობენ, რომ ინფორმაცია ოფიციალურად შეიძლება დღესაც გამოცხადდეს, თუმცა უცნობია ხელშეკრულების პირობები და ხანგრძლივობა.

„ერზურუმსფორმა“ გასული სეზონი პირველ ლიგაში გაატარა, სადაც მეორე ადგილზე გავიდა და სუპერლიგაში აღზევდა. ეს გუნდი ბოსნიის ნაკრების მეკარემ, იბრაჰიმ შეჰიჩმა დატოვა, რომელიც ლევან შენგელიას თანაგუნდელი გახდა „ქონიასფორში“ და მაკარიძიესაც მისი შეცვლა მოუწევს.

ქართველმა მეკარემ გასულ სეზონში „სეტუბალის“ ღირსება 32-ჯერ დაიცვა, 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა, პორტუგალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და თავის გუნდს პრიმეირა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

აქვე გეტყვით, რომ თურქეთში ორი ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე („ანკარაგიუჯუ“) და ლევან შენგელია („ქონიასფორი“) თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113756