ფეხბურთი

20:35 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მთელი ღამე ვტიროდი და მეგონა, რომ ვკვდებოდი"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ 24 ივლისს, „სენტ ეტიენთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ მთელი ღამე ტიროდა და ეგონა, რომ კვდებოდა.

„ტრავმის მიღების ღამეს მეგონა, რომ ვკვდებოდი. მთელი ღამე ვტიროდი, მაგრამ ამავდროულად გადავწყვიტე საკუთარ თავზე მეზრუნა, რომ ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალზე“ ყოფნა შემძლებოდა. მინდოდა ამ თავგადასავლის ნაწილი ვყოფილიყავი. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ და ტკივილი აღარ მაქვს. გუნდისთვის ყველაფრის გაკეთების სურვილი მაქვს და მინდა გამარჯვება მოვიპოვო.

მე და ნეიმარი ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა კარგად ვუგებთ. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთ ასაკში ვართ და ერთსა და იმავე მოსაზრებებს ვიზიარებთ. გვინდა გუნდის ხარჯზე მოვიგოთ და არამხოლოდ ჩვენ ორის დამსახურებით“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ისტორიაში პირველად მოახერხა. 23 აგვისტოს ფრანგული გუნდი „ლიონი“ – „ბაიერნის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116221