კალათბურთი

14:25 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინდიანა პეისერსი“ პლეი-ოფში „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ პლეი ოფის პირველი შეხვედრა „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარა და 101:113 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა ნეიტ მაკმილანმა ჩვენებური მოედანზე არ გაიყვანა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინდიანას რიგებში ორმაგი დუბლი მალკოლმ ბროგდონმა მიითვალა, რომელმაც 22 ქულა და 10 პასი შეასრულა, „მაიამიდან“ კი 17 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით ბემ ადებაიო გამოირჩა. ყველაზე მეტი ქულა 28 – კი ჯიმი ბატლერმა ჩააგდო.

პლეი-ოფის მეორე დაპირისპირება „ინდიანასა“ და „მაიამი ჰიტს“ შორის 20 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.157841