ფეხბურთი

19:35 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" "საბურთალოსთან" განადგურდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური სენსაციური გამოდგა. „ჩიხურამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 2:8 დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზევე ანგარიში ცნობილაძემ გახსნა, ზუსტად 7 წუთში კი დედაქალაქელებმა სხვაობა ორბურთიანი გახადეს. იმერლებმა მე-15 წუთზე დეკანოიძის გოლით 1 ბურთი გაქვითეს და თითქოს თამაშის გადარჩენას აზრი მიეცა, თუმცა, 2 წუთში ქავთარაძემ ორბურთიანი სხვაობა ისევ აღადგინა. „საბურთალომ პირველივე ტაიმი სოლიდური ანგარიშით - 1:6 მოიგო.

მეორე ტაიმში ტეპნაძემ ავტო გოლი მიითვალა, თბილისელთა რიგებში ბოლო გოლი კი მარგველაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში „ჩიხურას“ ფეხბურთელმა ჩიკვილაძემ დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „საბურთალომ“ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა, იმერულ გუნდს კი 5 ქულა აქვს გა გასავარდნ ზონაში იმყოფება.

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 2:8 (1:6)

გოლები: 0:1 ცნობილაძე (3), 0:1 ტერა (10), 1:2 დეკანოიძე (15), 1:3 ქავთარაძე (17), 1:4 ლუმუ (27), 1:5 ქავთარაძე (34), 1:6 ქავთარაძე (39), 1:7 ტეფნაძე (52, ა.გ), 1:8 მარგველაშვილი (60), 2:8 ჩიკვაიძე (89)

0.147638