ფეხბურთი

15:22 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა (+VIDEO)

საფეხბურთო კლუბ „საბურთალომ“ კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი ოლივიე ბუმალი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

აფრიკელმა მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

კამერუნელი შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ბერძნულ „პანიონისში“ ასპარეზობდა. კარიერის უდიდესი ნაწილი მას სწორედ საბერძნეთში აქვს ნათამაშები. გარდა „პანიონისისა“, ბუმალი „პანათინაიკოსის“, „ირაკლისის“, „ლევადიაკოსის“, რუმინული „ასტრას“ ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში კი 176 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა.

30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კამერუნის ნაკრებში 2017 წლიდან 6 თამაშის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112421