ფეხბურთი

11:42 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" 80-იანი წლების შემდეგ პირველად ზედიზედ სამი სეზონი უტიტულოდ დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგას ნახევარფინალურ სტადიაზე გამოეთიშა და 2019-2020 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

„წითელი ეშმაკები“ ზედიზედ მესამე სეზონია ტიტულის მოგებას ვერ ახერხებენ და ამაზე ცუდი სერია ბოლოს 30 წლის წინ ჰქონდათ. 1985-1989 წლებში ჯერ კიდევ ალექს ფერგიუსონის „იუნაიტედი“ 4 წელი ვერ ახერხებდა ჯილდოს მოგებას.

მას შემდეგ ყველაზე ცუდი პერიოდი ორწლიანი იყო და ისიც ორჯერ: 2004-2005 და 2014-2015 წლები.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერმა“ 2019-2020 წლების სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ინგლისის ასოციაციის თასს, ინგლისის ლიგის თასსა და ევროპა ლიგას კი ნახევარფინალში გამოეთიშა.

თეგებიმანჩესტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109296