ფეხბურთი

12:20 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "თებერვლიდან შესანიშნავად ვთამაშობდით, მაგრამ დასასრული იმედგაცრუებაა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გურან სულშერმა „სევილიასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი თებერვლიდან შესანიშნავი იყო, მაგრამ დასასრულმა იმედგაცრუება მოიტანა.

„თუ მომენტებს ვერ გამოიყენებ, ყველაფერი რთული ხდება. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და დღეს დავინახეთ, რომ ფეხბურთელებს სტაბილურობის განვითარება სჭირდებათ. „სევილიას“ მეკარემ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც გატანა შეუძლიათ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, მეორე გოლით იმედგაცრუება მივიღეთ.

თებერვლიდან შესანიშნავად ვთამაშობდით, მაგრამ დასასრული იმედგამაცრუებელია. ამ ბიჭებთან მუშაობა ფანტასტიკურია, მაგრამ ისინი სეზონის ბოლოს დაიღალნენ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

უნდა მოვუმატოთ თუ გვინდა სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილზე გასვლა და სატასო ტურნირებზე უფრო მეტის მიღწევა. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ სეზონში სამი ნახევარფინალი აქამდე არასდროს მქონია. სეზონის განმავლობაში გვქონდა ტრავმების პერიოდები, ზოგიერთმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი ითამაშა, ყოველთვის ვცდილობთ შემადგენლობის გაძლიერებას“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ინგლისის თასს, ინგლისის ლიგის თასსა და ევროპა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102842