რაგბი

15:05 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად განაცხადა, დაკავებული პოსტის დატოვების მიზეზი ის გახდა, რომ მართვის შეთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართა.

აღნიშნული საკითხი ცნობილი დღეს, რაგბის კავშირში, გამართულ საგანგებბო პრესკონფერენციაზე გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ოცდათერთმეტმა სარაგბო კლუბმა რაგბის კავშირს ერთობლივი განცხადებით მიმართა. კლუბების წარმომადგენლები აპროტესტებენ ფაქტს იმის შესახებ, რომ ჯერ არ შექმნილა რაგბის კავშირის კრიზისული მართვის სათათბირო საბჭო, სადაც მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების შეყვანას ხელს უშლიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობდა. ახალ პოსტზე კი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, რომლის ფუნქცია ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა შეესრულებინა. თუმცა, თანამდებობა ნაადრევად საკუთარი ინიციატივით დატოვა. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კი დეკემბერშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11382