ფეხბურთი

12:02 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტვენტესთვის" აბურჯანია ძვირი შესანახია და ახალი გუნდის მოძებნა ურჩია

ენსხედეს „ტვენტემ“ გიორგი აბურჯანიას გასხვისება გადაწყვიტა. როგორც ცნობილი გახდა, კლუბს რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს და აბურჯანიას ხელფასის გადახდის უნარი აღარ შესწევს. როგორც ენსხედელთა ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა აღნიშნა, უკვე უთხრეს აბურჯანიას, რომ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

„გიორგი არაევროკავშირის ქვეყნიდანაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძვირი შესანახია. აღარ შეგვიძლია მისი ხელფასის გადახდა, კლუბმა ვაცნობეთ ნახევარმცველს, რომ ახალი გუნდის მოძებნა შეუძლია. თუმცა, არ ვაპირებთ ტრანსფერზე დავაყენოთ, რადგან ეს არ იქნება სუფთა მიდგომა. მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს და პატივს ვცემთ“, - უთხრა სტრეუერმა Tubantia-ს.

„ტვენტეს“ ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელის დამატება სურს და აბურჯანის ხელფასისგან თავის დაღწევაც ამიტომ სურს, ამ ფულს ახალი ტრანსფერებისთის გამოიყენებენ. ერთი სამიზნე კარი ელ აჰმადია, ხოლო მეორე 10 ნომრიის პოზიციის ფეხბურთელი.

აბურჯანიას მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი საკმაოდ დაბალია და ამიტომ კლუბს არ უნდა, რომ სათადარიგო მოთამაშეში მაღალი ხელფასი იხადოს რთულ ეკონომიკურ ვითარებაში. როგორც Tubantia იტყობინება, გიორგით დაინტერესებული კლუბები არსებობენ, მაგრამ მეტი კონკრეტიკა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია ესპანური „სევილიას“ საკუთრებაშია, მაგრამ „ტვენტეში“ შარშან ორწლიანი იჯარით გადავიდა და შესაბამისად, კლუბთან კონტრაქტი ერთი წელი კიდევ აკავშირებს. გასულ სეზონში მან ერედივიზიონში 17 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა, მიმდინარე სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ორ თამაშში კი 25 წლის ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა.

0.15641