ფეხბურთი

23:27 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ "ტვენტეში" ულამაზესი ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

გიორგი აბურჯანიამ ენსხედეს „ტვენტეს“ რიგებში ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა. 25 წლის ქართველმა სამი დღის წინ „ექსელსიორი“ დაამწუხრა, ახლა კი „სიტარდს“ გაუტანა, თანაც ულამაზესი ჯარიმა.

აბურჯანია მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და 49-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმით ანგარიში გახსნა. თამაში ამხანაგური გახლდათ და ენსხედელებმა 2:1 მოიგეს.

ნიდერლანდების ერედივიზიონის ახალი სეზონი 12 სექტემბერს აიღებს სტარტს, „ტვენტე“ პირველ ტურში დღევანდელ მეტოქეს, „სიტარდს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.114249