ფეხბურთი

13:12 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა "ჩელსი" დატოვა თუმცა, კვლავ ლონდონში რჩება

ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი შემტევი, ვილიანი მომავალი სეზონიდან კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა „არისტოკრატებთან“ ახალი კონტრაქტი ვერ შეათანხმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ინფორმაციით ვილიანი 3-წლიან კონტრაქტს „არსენალთან“ გააფორმებს. „მეთოფეები“ ბრაზილიელს წლიურად 6 მილიონ ფუნტს და ბონუსებს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ ვილიანი „ჩელსის“ რიგებში 2013-2014 წლების სეზონიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108503