ფეხბურთი

22:57 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯონათან დავიდი ფრანგულ გუნდში 30 მილიონ ევროდ გადავიდა

ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელი ჯონათან დავიდი კარიერას ფრანგულ „ლილში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბმა ოფიციალურად გაავრცელა და კანადელს 9-ნომრიანი მაისურიც გადასცა.

გარიგების ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დავიდი „გენტის“ ცალსახა ლიდერი იყო და 83 თამაშში მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14335