ფეხბურთი

14:03 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა ბერძნული ფეხბურთის გრანდში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას ბერძნულ პაოკში გააგრძელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ახალგაზრდა ნახევარმცველში სალონიკური კლუბის ხელმძღვანელობა დიდ პერსპექტივას ხედავს და მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ტრანსფერი 11 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდება, სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნინუას მომავალს თურქულ „ბეშიქთაშს“ უკავშირებდნენ, რომლის ტრანსფერიც თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა საბოლოოდ გარიგება ჩაიშალა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკამ 2019-2020 წლების სეზონში დედაქალაქური კლუბის რიგებში 2 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.111934