კალათბურთი

16:50 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

შთამბეჭდავი ლუკა დონჩიჩი

„დალას მავერიქსის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი შეუჩერებელია და ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა, ისევ შთამბეჭდავი ციფრებით. სლოვენიელის ლიდერობით და ფასდაუდებელი გარჯით „დალასმა“ ოვერტაიმში „მილუოკი ბაქსი“ 136:132 დაამარცხა.

ლუკამ 36 ქულა, 19 პასი და 14 მოხსნა მიითვალა! ერთ მატჩში 19 პასი დონჩიჩის კარიერის პირადი რეკორდია. სხვათა შორის წინა მატჩშიც სამმაგი დუბლი შეასრულა და მაშინ მოხსნებში დააფიქსირა კარიერის რეკორდი.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ლუკა დონჩიჩმა მიმდინარე სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114237