კალათბურთი

2:52 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის მეფური თამაში და ისტორიული რეკორდი NBA-ში (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „დალას მავერიქსმა“ „საკრამენტო კინგსი“ ოვერტაიმში 114:110 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაში რომ დრამატული გამოდგა, ანგარიშიდანაც ჩანს, მაგრამ გამოსარჩევი ლუკა დონჩიჩია. „დალასის“ სლოვენიელ ლიდერს დიდებული მატჩი ჰქონდა და სამმაგი დუბლი შეასრულა.

ლუკამ 44 წუთში 34 ქულა, 20 მოხსნა და 12 პასი მიითვალა! დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ტრიპლ-დაბლი ისე შეასრულა, რომ 30 ქულას, 20 მოხსნას და 12 პასს უწია (21 წლისა და 158 დღის). ამასთან, „დალას მავერიქსის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლი 30+ ქულით, 20+ მოხსნით და 10+ შედეგიანი გადაცემით შეასრულა. ამავდროულად, დირკ ნოვიცკისა და სემ პერკინსის მერე "დალასის" მესამე მოთამაშეა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა და თან მინიმუმ 30 ქულასთან ერთად 20 მოხსნა დააგროვა. სხვათა შორის, 20 მოხსნა 21 წლის სლოვენიელის კარიერის რეკორდია ერთი მატჩისთვის.

„დალას მავერიქსი“ დასავლებ კონფერენციაში 41 მოგებითა და 29 წაგებით მე-7 ადგილზეა, ხოლო „საკრამენტო“ მე-13-ზე (28 მოგება, 39 წაგება).

0.14568