ფეხბურთი

16:26 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსიდან" მაურიციო სარი დაითხოვეს

ტურინის „იუვენტუსიდან“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

სარის სამსახურიდან გაშვების მიზეზი „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხი გამოდგა. „იუვემ“ 2014 წლის შემდეგ ყველაზე ცუდად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე და მაურიციოს ეს არ აპატიეს.

იტალიელმა სპეციალისტმა ტურინული გრანდი 1 წლის წინ ჩაიბარა და გუნდს სკუდეტო მოაგებინა. ვინ შეცვლის 61 წლის მწვრთნელს ჯერჯერობით უცნობია. იტალიური მედია მთავარი ფავორიტად სიმონე ინძაგის ასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112872