ფეხბურთი

15:09 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "როტორის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "როტორში" გააგრძელებს. ინფორმაცია ვოლგოგრადულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა ფეხბურთელმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანანიძის ხელფასი ახალ გუნდში თვეში 1 მილიონი რუბლი იქნება.

ჯანო ბოლოს ფამაგუსტას "ანორთოსისში" თამაშობდა სადაც 6 თვე გაატარა და კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კვიპროსული გუნდი დატოვა. ანანიძეს რუსეთში მოსკოვის "სპარტაკის", "როსტოვისა" და სამარის "კრილია სოვეტოვში" უთამაშია.

შეგახსენებთ, ვილგოგრადელთა რიგებში ჯანოს გარდა კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. "როტორი" პრემიერლიგაში აღზევდა და პირველ ტურში 11 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.

0.11474