სხვა

16:06 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა!

ივლისის ბაშოს მე-13 დღე ქართველი სუმოისტისთვის წარმატებული გამოდგა. ტოჩინოშინმა მე-8 გამარჯვება მოიპოვა რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსი უკვე გაინაღდა და მისი წოდება აუცილებლად გაიზრდება.

ტოჩის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუ იყო, რომელსაც ჩვენებურმა მარტივად, იორიკირის ილეთით სძლია.
ეს აღნიშნული წყვილის მეხუთე დაპირისპირება იყო და ურთიერთშხვედრებში ლევანის უპირატესობა აშკარაა: 4 მოგება და 1 მარცხი.

გორგაძეს ზაფხულის სუპერტურნირზე 8 მოგების წილ 5 მარცხი დაუგროვდა, რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს, მე-5 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვდა და 4-ჯერ მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ბაშო ტრავმის გამო მონღოლმა სუმოისტმა ჰაკუკომ დატოვა. ლიდერობას კი 12:1-ზე ბალანსით ტერუნოფუჯი ინარჩუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115903