ფეხბურთი

19:04 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი სეზონიც მაყურებლების გარეშე დაიწყება და შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ შესაბამის გადაწყვტილება. გარდა ამისა, ლიგა სწავლობს ყველა ვარიანტს, მათ შორის თუ სეზონის შეწყვეტა საჭირო გახდება.

აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ბოლო ტური 26 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11729