ფეხბურთი

17:53 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ტრავმირებულნი არიან

„გენტის“ ქართველი ლეგიონერები, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში მოედანზე არ გამოჩენილან. ბელგიური მედიის ცნობით, ორივე ტრავმირებულია.

საშიში დაზიანებები არაა. ქვილითაიას მსუბუქი ტრავმა აწუხებდა და დაასვენეს, ხოლო ჩაკვეტაძეს მუხლში სითხე აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სერიოზული არაფერი უნდა იყოს. უცნობია, ზუსტად როდის დაუბრუნდება გიორგი მოედანს.

შეგახსენებთ,რ ომ გასილ სეზონში „გენტი“ მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ბელგიის ჩემპიონატის დაწყებამდე კი ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117413