სხვა

17:29 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია

ტოკიოს ბაშოზე ტოჩინოშინის მეტოქეები ცნობილია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ ტოკიოში პირველი ბაშო ჩატარდება. იაპონიის სუმოს ასოციასიამ კი საწყისი ტურების განრიგი გამოაქვეყნა.

შესაბამისად, ცნობილია ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის მეტოქეებიც. ტოჩინოშინი პირველ საშეჯობრო დღეს მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდება, ხოლო მეორე დღეს აღმოსავლთის მე-10 მეაგაშირასტან მოუწევს შერკინება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ბაშო მარტის თვეში ჩატარდა, სადაც ტოჩიმ 6 მოგების წილ 9 მარცხი დააგროვა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, ივლისის ბაშოზე გაგამარუ რანგით მე-4 დივიზიონში გამოვა და მხოლოდ 7 ორთაბრძოლას ჩაატარებს. უშუალოდ ტურნირი კი 19 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მასზე მაყურებლის გარკვეულ ნაწილსაც დაუშვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113504