ფეხბურთი

16:44 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილი: "მინდოდა შაქარაშვილის ხსოვნისთვის პატივი მიმეგო"

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. 23 წლის სპორტსმენმა აღნიშნული გოლი ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა და მატჩის შემდგომ მცირე კომენტარის გააკეთა.

„გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი, ის ჩემი ძმის თანაგუნდელი იყო. მინდოდა მისი ხსოვნისთვის პატივი მიმეგო. ძალიან რთულია, როდესაც მსგავსი რამ ხდება“, - თქვა ხარაიშვილმა.

შეგახსენებთ, „გიოტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ჰელსინგბორგს“ შეხვდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს კი 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116491