ფეხბურთი

15:40 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ლაუტარის ტრანსფერი ანალიზის პროცესშია"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ესპანურ მედიასთან კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. დაადასტურა, რომ ლაუტარო მარტინესი აინტერესებთ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებები შეჩერებულია.

„ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს და შემდეგ ვნახავთ რა იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ამჯერად ძალიან განსხვავებული სატრანსფერო ბაზარი იქნება, კლუბები შეზღუდული იქნებიან ეკონომიკური ვითარების გამო, მაგრამ „ბარსა“ მაინც ყველაფერს გააკეთებს.

ლაუტაროს შესახებ „ინტერს“ რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. ჩვენ ანალიზის ფაზაში ვართ.

ნეიმარი? არმგონია, რომ პსჟ-მ თავისი ფეხბურთელები ბაზარზე გამოიყვანოს და ნეიმარი მისი ფეხბურთელია“, - თქვა ბართომეუმ.

0.11022