ფეხბურთი

12:18 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

#არაძალადობას! კაშიასა და ყაზაიშვილის მხარდაჭერა შაქარაშვილის ოჯახს

MLS-ის განახლებულ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა ქართველი ფეხბურთელების:გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“, რომელიც მოქმედ ჩემპიონ „სიეტლის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა.

აღნიშნულიმატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ MLS-ის ხელმძღვანელების თანხმობით საქართველოს ნაკრების წევრებმა მაისურზე „საბურთალოს“ 19 წლის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიტანეს.

„ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს. #არაძალადობას #Notoviolence“, - დაწერა კაშიამ სოციალურ ქსელში.

‘ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს #არაძალადობას #Notoviolence“, - აღნიშნა ვაკო ყაზაიაშვილმა.

0.149235