კალათბურთი

16:41 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ზურაბიშვილი: "ჩემთვის სამწუხარო და მიუღებელია შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერი"

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელი საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა.

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ „ბასკონიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და რუსული კლუბის ღირსებას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112081