ფეხბურთი

11:43 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილის "მერანმა" 20 წლის თავდამსხმელი დაიმატა

მარტვილის „მერანი“ გაძლიერებას აგრძელებს. მეგრულმა კლუბმა 20 წლის თავდამსხმელი გიორგი გიორბელიძე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი გიორბელიძე GFF-ს აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერა 2016 წელს „სამტრედიაში“ დაიწყო, გასული სეზონი კი ფოთის „კოლხეთი 1913“-ში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ტურნირის გათვალისწინებით 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.115951