ფეხბურთი

16:31 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა „რომაში“ გააგრძელოს. აღნიშნული ინფორმაციას უცხოური მედია აქტიურად ავრცელებს.

ურუგვაელის აგენტი მომდევნო რამდენიმე დღეში „ჯალოროსის“ ხელლმძღვანელობას შეხვდება და შეთანხმების დეტალებს განიხილავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კავანის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია. 33 წლის თავდამსხმელმა პსჟ-ში ყველა ტურნირის ჩათვლით 311 მატჩი ჩაატარა და 203 გოლი გაიტანა,იტალიაში კი „პალერმოსა“ და „ნაპოლიში“ აქვს ნათამაშევი.

0.154404