კალათბურთი

1:39 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი "ფენერბახჩეს" მწვრთნელია

სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ოფიციალურად დაადასტურა იგორ კოკოშკოვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა. სერბმა სპეციალისტმა თურქულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმიანობას შეუდგება.

იგორი პარალელურად სერბეთის ნაკრებშიც იმუშავებს. მოგეხსენებათ, კოკოშკოვი 2008-2015 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და 2011, 2013 და 2015 წლებში ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ.

იგორ კოკოშკოვს NBA-ში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, როგორც მთავარი მწვრთნელის, ისე ასისტენტის რანგში, მაგრამ მთავარ წარმატებას მაინც 2017 წელს მიაღწია, როდესაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115832