ფეხბურთი

19:06 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

648UFFON - ჯიჯის რეკორდი

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მორიგი რეკორდის ავტორი გახდა - სერია A-ს ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ჯიჯიმ „ტორინოსთან“ იტალიის ელიტარულ ლიგაში 648-ე თამაში ჩაატარა და პაოლო მალდინის გადაასწრო, რომელიც ათეულ წელზე დიდ ხანს ინარჩუნებდა პირველ ადგილს 647 მატჩით.

შეგახსენებთ, რომ ბუფონს სერია A-ში „პარმას“ რიგებში 168-ჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო შესაბამისად „იუვენტუსი“ მაისურით 480-ჯერ.

ბუფონსვე ეკუთვნის იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მშრალი სერიის რეკორდიც, როდესაც 2016 წელს მიჯრით 974 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა.

0.14534