ფეხბურთი

21:47 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის ოთხი შემთხვევა პსჟ-ში, დაინფიცირებულთა შორის სამი ფეხბურთელია

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა და ოთხი დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა შორის სამი მათგანი ფეხბურთელია, ერთიც კლუბის წარმომადგენელი. ინფორმაცია პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა.

ყველა მათგანი უსიმპტომოა და გუნდისგან იზოლირებულნი არიან. ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა ვინაობა ანონიმურია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1 ერთი თვის წინ დასრულებულად გამოცხადდა, პსჟ ჩემპიონი გახდა, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული.

0.129108